ცნობილმა დიზაინერმა, ვიქტორია ბექჰემმა მეუღლის, დევიდ ბექჰემისადმი მიძღვნილი ტატუ მოიშორა. გასულ უქმეებზე ის Breast Cancer Research Foundation-ის გალა-საღამოზე გამოცხადდა. ვიქტორიას ზურგზე ამოღებული კაბა ეცვა, საიდანაც მკაფიოდ ჩანდა, რომ ტატუ, რომელიც მას ზურგზე ჰქონდა განთავსებული, თითქმის აღარ იყო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ მისი ბექჰემი სიმბოლურ სვირინგს გამოემშვიდობა: მისი სხეულიდან ასევე 2009 წელს, ქორწინების 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წარწერა „სამუდამოდ ერთად“, ასევე მათი ქორწილის თარიღის აღმნიშვნელი ციფრები გაქრა. ფოტო