როგორც ცნობილია, 2023 წელს, პოპულარული გოგონათა კოლექტივი, Spice Girls ტურნეს გამართავს. ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ მელ ბი, ემმა და ჯერი ჯგუფის ყოფილ წევრთან, ვიქტორია ბექჰემთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ინსაიდერის განცხადებით, ის ერთ კონცერტს შეუერთდება. ტურნე ავსტრალიიდან აიღებს სტარტს.
ცნობისთვის, გოგონების უკანასკნელი გაერთიანება საკმაოდ წარმატებული გამოდგა, ტურნედან მათ დიდი მოგება ნახეს, მიუხედავადა იმის, რომ შოუებში ვიქტორიას მონაწილეობა არ მიუღია, მან მაინც მიიღო ჰონორარი.
შეგახსენებთ, წლის დასაწყისში, Wannabe 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გოგონებმა ახალი ნამუშევარი, Wannabe 25 გამოუშვეს.
პირველი სიმღერა 14 წლის შემდეგ – Spice Girls ახალ ნამუშევარს უშვებს