როგორც ჩანს, ბექჰემების ოჯახში დიდი შერიგების დრო დადგა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ვიქტორია ბექჰემი რძალს, ნიკოლა პელტცს ურიგდება. ამის დასტურად დიზაინერმა „ინსტაგრამზე“ პელტცთან სამზარეულოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მას 28 წლის იუბილე მიულოცა: „იმედია სიყვარულით სავსე დღე გექნება“ – წერს ბექჰემი პელტცს.
საინტერესოა, რომ ახალი ფოტო შობის დღესასწაულზეა გადაღებული, რომელიც როგორც გაირკვა, ოჯახმა ბრიტანეთში აღნიშნა. რაც შეეხება ბექჰემისა და პელტცის კონფლიქტს, ის საქორწილო კაბის გამო დაიწყო.
„მივიღე ის, რაც ამ შობას მინდოდა“ – ბექჰემების ბედნიერი შობა
ვიქტორია ბექჰემი ვაჟსა და რძალზე მორიგ კომენტარს აკეთებს