LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი ქორწინების გადარჩენას ცდილობს

21

გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დევიდ ბექჰემს უცნობ ქალბატონთან რომანი აქვს. ცნობილ ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ კი განაცხადა, რომ დევიდი და ვიქტორია უკვე დიდი ხანია იდეალური ოჯახის იმიჯს ქმნიან, თუმცა უკვე დიდი ხანია, ორივეს ცალკე ცხოვრება აქვს.

თავად ბექჰემები აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ და ცდილობენ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ერთმანეთი ძველებურად უყვართ. თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ვიქტორიამ წარმატებული ქორწინების საიდუმლოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას და დევიდს ბევრ რამეში იუმორი ეხმარება.

მამის დღესთან დაკავშირებით კი, ვიქტორიამ დევიდისა და შვილების ფოტო გააზიარა და დაწერა, რომ ის საუკეთესო მამაა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დასავლურმა მედიამ უკვე იწინასწარმეტყველა, რომ უახლოეს მომავალში ბექჰემების ოჯახის დაშლა არის მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები