სულ ცოტა ხნის წინ, 45 წლის დიზაინერი, დევდ ბეკჰემის მეუღლე და ჯგუფ Spice Girls-ს ყოფილი წევრი, ვიქტორია ბექჰემი, დეკემბრის თვის Vogue-ის გარეკანზე მოხვდა, სადაც განაცხადა, რომ მთავარ, ცხოვრებისეულ მიღწევად კარგ დედობს და წარმატებულ კარიერას თვლის.
„ჩემი მთავარი მიღწევა კარგი დედობა და კარიერაა“ - ვიქტორია ბექჰემი პოლონური Vogue-ის გარეკანზე (ფოტო)
ამ წელს კი Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა და დიზაინერობას, აქტიური ბლოგერობაც შეუთავსა
ახლა კი ვიქტორია „ელენის შოუში“ მიიწვიეს. შოუს დასაწყისში ვარსკვლავმა თავის მოქნილობას გაუსვა ხაზი და საფირმო მოძრაობაც გააკეთა, რასაც შოუს წამყვანის, ელენ დეჯენერესის საპასუხო მოძრაობაც მოჰყვა.
გარდა საოცარი მოძრაობებისა, ვარსკვლავმა ყურადღება საოცარი ლუქითაც მიიპყრო, ვიქტორიას თეთრი, კლასიკური შარვალ-კოსტიუმი ეცვა, რომლის ღირებულებაც 1350 ევროს შეადგენს.
ელენმა სტუმართან მათი უფროსი ვაჟის, ბრუკლინის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუკი 20 წლის ბიჭს ჟურნალი People „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ დაასახელებს.
ცნობისთვის, ვარსკვლავური წყვილის უფროს ვაჟს, სამოდელო კარიერის აწყობა სურს.
შეგახსენებთ, დევიდ ბექჰემსა და ვიქტორია ადამსს, 4 შვილი ჰყავთ, 20 წლის ბრუკლინი, 17 რომეო, 14 წლის კრუზი და 8 წლის ჰარპერი.