LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ სანიკიძე დაქორწინდა

154

ვიქტორ სანიკიძე და მისი რჩეული მაიკო ბიწაძე დაქორწინდნენ. მცირე ხნის წინ მაიკომ თავისი„ ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც თითზე უკვე ბეჭედი ეკეთა, რომელიც საქმრომ აჩუქა. წყვილი მილოცვებით აავსეს. 9 ივნისს კი მაიკომ და ვიქტორმა ოფიციალურად გააფორმეს თავიანთი ურთიერთობა. ამის შესახებ ვიკამ სოცქსელის მეგობრებს ამცნო და დაწერა, რომ დაქორწინებულია.

ვიკა სანიკიძე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია საქართველოში. აქამდე ბევრს ჭორაობდნენ მისი ურთიერთობების შესახებ სხვადასხვა ცნობილ გოგონასთან, თუმცა თავად არაფერს ადასტურებდა.

„ფორტუნა“ ულოცავს წყვილს გაბედნიერებას და ბედნიერებას უსურვებს!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები