LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ დოლიძე მზად არის სალომე ჩარკვიანს თავდებში ჩაუდგეს

105

“თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ვიქტორ დოლიძე მზად არის სალომე ჩარკვიანს თავდებში ჩაუდგეს. დოლიძე აცხადებს, რომ მისი მოქალაქეობრივი ვალია მოახდინოს რეაგირება. “თავს უფლებას არ მივცემ და გამოძიებასთან დაკავშირებით დეტალებზე კომენტარს არ გავაკეთებ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ პროცესი წარიმართება ღიად, ობიექტურად და არ დატოვებს ზედმეტ კითხვის ნიშნებს. მზად ვარ საქმის საბოლოო განხილვამდე პირადად ჩავუდგე თავდებში სალომე ჩარკვიანს მისი გათავისუფლების მიზნით და სრულად ავიღო პასუხისმგებლობა“, – აცხადებს დოლიძე.
საქალაქო სასამართლომ “ცენტრ პოინტის” საქმეზე ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები