LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი: საფრანგეთი და გერმანია, დიდი ალბათობით, რუსულ მახეში გაებმებიან

174
ვიოლა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“  სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ნიშნავს უკრაინის სრულ კაპიტულაციას და რეალურად მოლაპარაკების სურვილი არ ყოფილა.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა

„დასავლური სახელმწიფოები და მე ვგულისხმობ საფრანგეთსა და გერმანიას, დიდი ალბათობით, რუსულ მახეში გაებმებიან. ყოველ კვირას გერმანულ მედიაში გვესმის, მოდი, მივაღწიოთ მშვიდობას, ვიპოვოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გამოსავალი და სხვა.

თუ პესკოვმა თქვა, რომ მათ უნდათ მოლაპარაკება, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას იარაღით, იარაღით, იარაღით, მძიმე იარაღით, ტანკებით, რასაც ვიპოვით. არა მხოლოდ განცხადებებით, რაც ხშირად გვესმის, მათ შორის კანცლერის მხრიდან, არამედ საქმითაც“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ პრობლემები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

„ჩვენ ძალიან სუსტი ვართ სტრატეგიულ კომუნიკაციაში არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით, ხშირად გვესმოდა, რომ ადამიანები დასავლური სანქციების გამო იტანჯებიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ არ იყო აქტიური კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან, რათა ავუხსნათ ღარიბ, ყველაზე დაუცველ ადამიანებს, რა არის სიმართლე და რატომ მოხდა, რაც მოხდა და ჩვენ ვკარგავთ ქვეყნებს, ვკარგავთ ქვეყნებს, სახელმწიფოებს, რომლებიც თავიდან მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობას იჩენდნენ, მაგრამ შესაძლოა, შეიცვალეს კიდეც დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან და ერთგვარი თანაგრძნობაც კი გაუჩნდათ რუსული ნარატივის მიმართ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ფოტო: ipn

კრამერი: თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე

ჯორჯ ბუში: საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში… 2005 წელს მე და ლორამ ვნახეთ თქვენი არაჩვეულებრივი პეიზაჟები და ბუნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები