„მაგარი იდეაა, ბატონო კახა კალაძე. თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში, როგორც „მწვანეთა“ კანდიდატმა მონაწილეობა მივიღო“, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს.
„მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, – წერს კრამონი.
მან ამავე პოსტში მისი მიმდევრებისთვის განმარტა, რომ მისი პოსტი ხუმრობაა.
„ყველა ჩემ გამომწერს, ვისაც უყვარს ჩემი ნათქვამის არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!“– წერს ევროპარლამენტარი.
Cool idea Mr. @kakhakala
You inspired me – to run as a #green candidate for the next ?? election ❤️
Let’s work on that ?(For all those of my followers who love to misunderstand me: That was a joke!)#StandWithGeorgia https://t.co/DM1FI7AMho
— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) May 5, 2023
ცნობისთვის, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვიოლა ფონ კრამონი ან რომელიმე ევროპარლამენტარი „არ არის ევროპა“.
„არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში” - კალაძე ფონ კრამონზე
„არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში” - კალაძე ფონ კრამონზე
„ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო. მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა… იმ ქალბატონის სახელი არ მახსოვს…“ — თქვა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
წამყვანებმა მას შეახსენეს ვიოლა ფონ კრამონის სახელი. ევროპარლამენტარი 1 აპრილს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.
„მე გულწრფელად ვამბობ, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება, მოლოტოვის კოქტეილით ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს. არც ეს ქალბატონი — გვარი არ მახსოვს — ვიოლა არ არის ევროპა და არც რომელიმე ევროპარლამენტარი“, — აღნიშნა კალაძემ.