ვინმემ როგორ ვერ მოიფიქრა, რომ გახსნას ერთი ვეგეტარიანული საკვების მაღაზია, – აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
„ამ ქვეყანაში სადმე იყიდება წესიერი ვეგანური საკვები? ვგულისხმობ: ტოფუს, სეიტანს და შესაწვავად გამზადებულ ფალაფელს და სხვა მცენარეულ ვერსიებს; ასევე, სალათის სოუსებს, რომელიც სოიოს ბაზაზეა დამზადებული.
ევროპაში ყველაზე იაფიან მარკეტებშიც ვნახე ესენი და თან ძააააალიან ხელმისწავდომ ფასად. აქ კიდევ ყველაზე ძვირიან და ფრონცკ მარკეტებში თუ აქვთ უთუსბირად და ისიც ყველაფერი არცაა, წამლად რომ გინდოდეს.
ან ვინმემ როგორ ვერ მოიფიქრა, რომ გახსნას ერთი ვეგეტარიანული საკვების მაღაზია. უკვე იმდენი ადამიანი აღარ (თუ ვეღარ) ჭამს ხორცს, კლიენტი აშკარად არ დააკლდებათ; თან იმ ქვეყანაში, სადაც ბევრი ადამიანი მარხვის დროს ვეგანურ კვებაზე გადადის წელიწადში რამდენიმე თვით.
მოთხოვნა არის და მიწოდება – ფაფუ… რაღა ეს ვერ დაარეგულირა თავისუფალმა ბაზარმა? ერთი ფბ გვერდი მასწავლეს, მივწერე და აღარ ვამზადებთ ამ ეტაპზე საკვებსო.
ვინმე, სადმე, რამე? გისმენთ“, – წერს ბაია პატარაია.