LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინიჩიო ველეი” – 150 ვილიანი ეკოტურისტული სოფლის პროექტი იორმუღალოსთან

106

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსთან ახლოს უცხოური კომპანია ”არიკ ჯგუფი” ეკოტურიზმის მიმართულების განვითარებას გეგმავს. კომპანიის საკუთრებაში არსებული ფერმის ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი 150 ვილის მშენებლობაა გათვალისწინებული. ტურისტებს კომპანია  ისეთ მომსახურებას შესთავაზებს, როგორიცაა პოლო, გოლფი, სკაიდაივინგი, ცხენებით ჯირითი და სხვა. აღნიშნულ ეკოტურისტული სოფლის დასახელება „ვინიჩიო ველეი“ იქნება.

კომპანია „არიკ ჯგუფი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 2,000 ჰექტარ მიწის ფართობზე საქმიანობას სხვა მიმართულებითაც ახორციელებს. კომპანიას 400-400 ჰექტარზე უკვე გაშენებული აქვს ვენახი და ხილის ბაღები. გარდა ამისა, სამომავლოდ 1000 ჰექტარი ფიტას პლანტაციის გაშენებაც იგეგმება.

კომპანიის მეორე მიმართულება აგრომრეწველობაა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომლის წარმადობა წელიწადში 4 მილიონი ბოთლი იქნება. აშენდება მშრალი ხილისა და ფიტის გადამამუშავებელი საწარმოებიც.

აგრომიმართულების განვითარებაში ინვესტორმა  65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. რაც შეეხება წარმოებაში ინვესტირებულ თანხას, მისი ოდენობა 20 მლნ აშშ დოლარზე მეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები