LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინიცაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

141
vinica

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, 20-მდე გაიზარდა ქალაქ ვინიცის ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მათ შორის 3 ბავშვია.

მანამდე დადასტურებული იყო 12 ადამიანის სიკვდილი.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის 90-მა ადამიანმა მიმართა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ვინიცაზე სარაკეტო დარტყმა დღეს განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, სამი რუსული რაკეტა მოხვდა შენობას, სადაც ოფისები იყო განთავსებული, დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვინიცაზე დღევანდელი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. „რუსეთი ყოველდღე ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, რაკეტებს მიმართავს სამოქალაქო ობიექტებისკენ. რა არის ეს, თუ არა აშკარა ტერორისტული აქტი?“ – წერს ზელენსკი ტელეგრამ-არხზე. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს “მკვლელი და ტერორისტი ქვეყანა” უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები