LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც ვერ გაიგო მე მოგიყვებით უბრალო, შინაურ ენაზე” – დავით ლიკლიკაძე რასმუსენის განცხადებაზე

1399
10541962-10201931504008931-5925656606376417170-n

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკუთარ ხედვა შემოგვთავაზა.

საგარეო უწყება რასმუსენის განცხადებაზე: მისი მოსაზრება არ ნიშნავს, რომ საკითხი სახელმძღვანელოა

შეთავაზება, რომელიც ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში გააჟღერა, გაწევრიანების “გერმანულ მოდელს” გულისხმობს, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით შევა ნატოში, ხოლო კოლექტიური თავდაცვის მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეოკუპაციის შემდეგ ამოქმედდება.

საკითხი დღემდე შეფასების და განხილვის საგანია.

რასმუსენის განცხადებზე სოციალურ ქსელში ყველაზე დიდი გამოხმაურება დავით ლიკლიკაძის მიერ გავრცელებულ სტატუსს მოყვა

გთავაზობთ, დავით ლიკლიკაძის სტატუსს:

“მოიცა მართლა ვერ გაიგეთ რა თქვა რასმუსენმა თუ თავს ი@ლევებთ? ვინც ვერ გაიგო გთხოვთ მოენძრეთ აგერ და მე მოგიყვებით უბრალო, შინაურ ენაზე:

რასმუსენმა თქვა ნატოში მიგიღებთ მთელს ქვეყანასო. მთელი ქვეყანა აფხაზეთსა და სამაჩაბლოსაც გულისხმობს ჩემი დედაცმოვ@@ანო. მარაო, არსებობს მე-5 მუხლიო (ისე გადაირიეთ ვითომ პირველი ოთხი მუხლის აზრზე იყოთ), რომელიც არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზეო.

მამენტ მაგიც არ არის პრობლემაო, თუ დაიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს ისინიც ავტომატურად ნატოშიაო. ვიდრე დედამოტ@ნული რუსეთია იქ, მანამდეო. ამასობაში კი რაც ჯერ მცოცავით არ წაურთმევიათო იმას დავიცავთ მსოფლიოს უდედისწიოკესი 28 ქვეყანაო.

მარტო დათო ქაცარავას იმედზე კი არ იქნებითო, მთელი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მანქანა გადაგეფარებათო. თუ გინდათ გინდათო, თუ არა და მარტო წყალტუბო და ქუთაისი რომ დარჩით მთელი ქვეყანა ვერ ხვდებითო?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები