LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც უნდა იმან გაიმარჯვოს არჩევნებში, აიღონ ეს რუკები და გაარკვიონ ურთიერთობა აზერბაიჯანალებთან: როგორ ჩამოიტანა ხიდაშელმა სკანდალური რუკები

88
xidasheli gareji

დავით გარეჯის საქმეზე მედიაში უამრავი კითხვა გაჩნდა.

რატომ მოხვდა რუკა საქართველოში მოსკოვიდან?

რატომ დაიწყო საქმის გამოძიება ხელისუფლებამ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე?

დავით გარეჯის საქმე უფრო ხომ არ გაართულებს პრობლემის მოგვარებას?

„ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც ციხის კადრები გამოაგდეს“ - რუსული კვალი გარეჯის საქმეში

"რუსეთი დაინტერესებულია... მას უნდა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ დარჩეს".

ყველა მოუთმენლად ელოდა საქართველოში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის დაბრუნებას, რომელსაც ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა.მან კორონავირუსის გამო არჩია, მხოლოდ ერთ ჟურნალისტს, ირაკლი იმნაიშვილს შეხვედროდა.

ბიზნესმენმა „ღამის კურიერთან“ დეტალურად აღწერა, თუ როგორ მოიპოვა საქართველოს 1938 წლის რუკა, რომელიც საქართველოში ჩამოიტანა და 12 უწყებას გადასცა. ბიზნესმენმა ამით საქართველო დააზღვია. მისი თქმით, საქართველოში რატომღაც რუკები უცნაურად იკარგება, ან ვერ პოულობენ. თუ მომავალშიც დაიკარგება რუკა, რომელიმე უწყებას მაინც შემორჩება, რის საფუძველზეც საქართველო მოახერხებს და დაამტკიცებს, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორია მას ეკუთვნის.

როგორც ხიდაშელმა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რუკის მოძიება თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

„რუკები გადავეცი საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს ბატონ გახარიას და ერთი ეგზემპლარი, ბატონ ბიძინას. ვუთხარი აგერ თქვენ, რომ მთხოვეთ ყველაფერი გიპოვნე, ამოვქექე და გადმოგცემთ ამ თქვენ რუკას და თქვენ თვითონ გაარკვიეთ მომავალი საქართველო-აზერბაიჯანის საკითხი“, – იხსენებს ბიზნესმენი.

ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.

„ბიძინა ივანიშვილს პირველად შევხვდი 2017-ში. მაშინ გავიცანი, მაგის მერე კავშირი არ მქონია, დაბადების დღეს ვულოცავდი, თვითონაც მილოცავდა, 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა.

რა ვიცით ბიზნესმენზე, რომელმაც საქართველოში 1938 წლის რუკა დააბრუნა და რა აკავშირებს ლევან ვასაძესთან

ხელი მიუწვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კლასიფიკაციისა თუ დანიშნულების რუკებზე. 

მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძია რაღაც რუკა და რომ ჩავეძიე რა გინდათ და რაში სჭირდება ჩემი დახმარება, მითხრა, რომ დაურეკე ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალებიო“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.

ხიდაშელი განმარტავს, რომ რუკა მოსკოვში არქივიდან გამოითხოვა, რადგან სწორედ იქ ინახება ყველა რუკა, რომელიც საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებს დემარკაცია დელიმიტაციის პრობლემების გარკვევაში ეხმარება. თუმცა იქვე დასძინა. რომ მან საქართველოს რუკები ამერიკაში და გერმანიაშიც მოიძია.

„მოვიძიე საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა, გამოშვებული ამერიკული არმიის მიერ.  ვმუშაობდი ამერიკულ ბიბლიოთეკებთან, ამერიკულ რუკებს ვინც უშვებდა იმ ორგანიზაციებთან და მოვიძიეთ ასეთი რუკა ამერიკაში.

ესაა 1951 წელს შედგენილი რუკა, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია, სად გადის საზღვარი, საზღვარი გადის მთის ძირში, ანუ სადავო ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს.

მოვიძიეთ მეორე რუკა, ეს არის გამოშვებული 1954 წელში, მოვიძიე მეორე რუკა ამერიკული, გამოშვებულია 78 წელს ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს რუკების სააგენტო, დამოწმებული არის საჰაერო თვითმფრინავების საფრენად, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის მთის ძირში.

რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს გერმანულ და ამერიკულ რუკებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელი ამბობს, რომ მის მიერ მოძიებულ რუკებში მხოლოდ აზერბაიჯანთან საზღვის დადგენაში არ დაგვეხმარება. ბიზნესმენი ამბობს, რომ რუკებზე მთლიანი საქართველოს საზღვრებია ასახული და მის საზღვრებში საქართველოს დაბრუნება მხოლოდ ხელისუფლების საკითხია.

ბიზნესმენმა ასევე განმარტა, რომ იმისთვის, რომ ვინმემ პოლიტიკური მიკერძოება არ დასწამოს, არჩევნებშიც არ მიიღებს მონაწილეობას.

ვინც უნდა იმან გაიმარჯვოს არჩევნებში, აიღონ ეს რუკები და გაარკვიონ ურთიერთობა აზერბაიჯანალებთან“, – ამბობს ბიზნესმენი. 

"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე" - პარლამენტთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტები,პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერას უცხადებენ

 

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები