LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინც რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო არის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო,სახეს აგვახევენ აქ მაგის გამო”

105

რუსეთში მცხოვრები იუმორისტი დათო გოგიშვილი, რომელსაც საქართველოში ,,ციყვის” სახელით იცნობენ,  სოციალურ ქსელში რუსი დიპლომატების გაძევების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწვეტილებით მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს, შეიძლება, სერიოზული პრობლემები  შეექმნას.

ვინც რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო არის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და ფეხზე კიდია რუსეთში მცხოვრები 800 ათასი ქართველის ბედი. გასაგებია რომ რუსები ბევრს აშავებენ ზოგადად, მაგრამ ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედოს მთავრობამ?? სახეს აგვახევენ აქ მაგის გამო!!!

შეგახსენებთ, საქართველომ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა.საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით ოფიციალური ნოტა უკვე გადასცა.

ოფიციალურ ნოტაში ნათქვამია, რომ რუსმა დიპლომატმა საქართველო 7 დღეში უნდა დატოვოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები