LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც იცის, რას ნიშნავს ბულინგის ასეთი ინტენსივობა, რომელიც მან განიცადა: ვოლსკი

43
BeFunky-collage (1)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას ქვეყნის წინაშე დანაშაული არ მიუძღვის.

მისივე თქმით, ჟვანიას მიმართ ყველა ადამიანს სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეს.

“ვინც იცის, რას ნიშნავს ბულინგის ასეთი ინტენსივობა, რომელიც მან განიცადა. დასავლეთის დამოკიდებულება იყო ერთი – არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და არავითარი პრეტენზია ცესკო-ს მიმართ არ ჰქონიათ. უფრო მეტსაც გეტყვით, თანამდებობიდან გადადგა ის, ვინც სწორედაც მოახდინა ფალსიფიცირება ამ მონაცემების და რომელსაც დაეყრდნო საპროტესტო მოძრაობა. თამარ ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ და არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, პირიქით, თავის ქვეყანას პატიოსნად ემსახურა და არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რაც ასეთი გააფთრებული ბულინგის წინაპირობა და საფუძველი ყოფილიყო”,- განაცხადა ვოლკიმ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფეისბუქპოსტზე წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

ჟვანია აღნიშნავს, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.

ამავე თემაზე:

გილოცავთ ყველას, ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია: გიორგი ვაშაძე

ოლიგარქი ვირეშმაკურად თამაშობს – ჩარკვიანი ჟვანიას გადადგომაზე

გააგდეს, უთხრეს წადიო და გაუშვეს, ეს “ქართული ოცნების” ხრიკია, რომ ჟვანია სხვა ჟვანიათი ჩაანაცვლოს: რომან გოცირიძე

არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ – სარჯველაძე ჟვანიას გადადგომაზე

არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას – სამნიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე

“ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა” – ხოშტარია ჟვანიას გადადგომაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები