LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც გრიპზე იყო აცრილი, კორონავირუსი ადვილად გადაიტანა: ბიძინა კულუმბეგოვი

765
BeFunky-collage (8)

გრიპის ვაქცინის ეფექტზე იმუნოლოგ-ალერგოლომა ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” გადაცემა “დილის შოუში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომელთაც აღნიშნული ვაქცინა ჩაიტარეს, კორონავირუსს შედარებით მარტივად უმკლავდებიან.

“გრიპის საწინააღმდეგო აცრა რასაკვირველია, იცავს გრიპის ვირუსისგან. ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მართალია ძალიან დასაბუთებული კვლევები არ არის, მაგრამ ბრაზილიაში ჩვენ ხომ ვიცით, რომ გრიპის გავრცელების თვალსაზრისით, სამყარო „ამოტრიალებულია“; როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარია, სამხრეთში ზაფხულია და – პირიქით.

რთული იქნება, თუ შემოდგომაზე COVID19-ის და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდება, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე – ამირან გამყრელიძე

როცა ჩვენთან ზაფხული იყო, ბრაზილიაში, არგენტინაში, ახალ ზელანდიაში და ა.შ. იყო ზამთარი. ამიტომ, მათ უკვე გაიარეს გრიპის სეზონი. შესაბამისად, სადაც იცავდნენ სოციალურ დისტანციას, ატარებდნენ პირბადეს და ვაქცინაცია კარგად იყო გავრცელებული, ამ ქვეყნებში გრიპის გავრცელების უპრეცედენტოდ დაბალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამავე დროს, ვინც გრიპზე იყო აცრილი, კორონავირუსის მიმდინარეობა შედარებით მსუბუქი ჰქონდა და ადვილად გადაიტანეს ეს დაავადება, იმ პაციენტებთან შედარებით, ვინც გრიპზე არ იყო აცრილი. გრიპის ვაქცინა არის სპეციფიკური დამიზნების, რომ ადამიანს გრიპი არ შეხვდეს, მაგრამ იმუნური სიტემა რეაგირებს ამ უცხო აგენტზე“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის პანდემიაზე კონტროლის დამყარებას შევძლებთ: „ბიოენტექის“ ხელმძღვანელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები