LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც ფიქრობს, რომ თავი დავიზიანე, მაგიდა ვირტყი და თავი კედელს ვურტყი…“ – რას წერს რენატა ბეგიაშვილი

295
fot

მოდელი რენატა ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საკუთარ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც რენატა წერს, მას ადვოკატი არ ჰყავს და არც აპირებს აიყვანოს.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსური დახმარება ესაჭიროება.

„ვინც ფიქრობს, რომ თავი დავიზიანე, მაგიდა ვირტყი და თავი კედელს ვურტყი…არ მყავს ადვოკატი, არც ვაპირებ ავიყვანო. მე პირადად მინდა ახალი ცხოვრება, ახალი შესაძლებლობები ჩემი შვილისთვის. მე ვცადე, შალვა იაშვილს დავხმარებოდი, რომ გაეთავისუფლებინათ. ეგ უკვე ჩემი ადამიანობის დამსახურებაა. დახმარების სურვილი აქვს ბევრს.

ამ ეტაპზე მინდა წავიდე შორს, განვიცდი დიდ ზეწოლას…ამისთვის მჭირდება ცოტაოდენი ფინანსური დახმარება, რომ შევიძინო საკვები და მე და ჩემი შვილი ვიყოთ სიმშვიდეში. ისიც ითქვა, რომ მე მასთან ფულის გამო ვიყავი. 5 კვადრატული ოთახი მაქვს და მე მადლიერი ვარ იმით, რაც გამაჩნია! მიყვარხართ! სიკეთის და სიყვარულის მწამს,“ – წერს რენატა ბეგიაშვილი.

„რენატა და ბავშვი ჩემთან ცხოვრობენ… მეგობრებისგან ვიცი, რომ მთელი დღე ერთად იყვნენ, ყველას დაულევია, შალვამ ფეხსაცმელი ესროლა“ – რას ამბობს რენატა ბეგიაშვილის მამა მომხდარზე

„რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოახვია, ახრჩობდა – გარდა ამისა, ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა“ – შალვა იაშვილის ადვოკატი

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს სოციალურ ქსელში მოდელმა, რენატა ბეგიაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, ბეგიაშვილის ყოფილი მეუღლე კი 25 აპრილს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები