სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას ეხმიანება.
“ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ. გეგმა ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული”, – წერს სოფიო კილაძე.
სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. [related_news id=”211408″ align=”right”]
სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შეწყვეტის გადაწყვეილება მიიღო.
[related_news id=”211509″ align=”left”]
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც განაცხადა რომ სესიის შეწყვეტა მისი რეკომენდაცია იყო.
პარლამენტთან გაიმართა აქცია სახელწოდებით “სირცხვილია”, რომელიც სოციალურ ქსელში დაიგეგმა, აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით “რედისონისკენ” გადაინაცვლეს, სადაც ამჟამად გავრილოვი იმყოფება.