ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მორიგ მიმართვას ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობა – გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ.
ვისაც იგივე სურვილი გაქვთ, ვინც დარდობთ და ფიქრობთ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე, დაწერეთ ყოველ დღე იგივე თქვენს ფეისბუკზე.
ნახონ, რომ ბევრნი ვართ, ვისთვისაც სულერთი არაა მიშას სიცოცხლე”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.