LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ბოლო 9 + 8 წლის ისტორიით დაიღალა – “შენების მოძრაობა”,”ლელო” და “ახალი მემარჯვენეები” ალიანსს ქმნიან

180
78103684-2467793103493988-1980752446338629632-n

“შენების მოძრაობა” , “ახალი მემარჯვენეები” და “ლელო” სამომავლო პოლიტიკური თანამშრომლობის მიზნით ერთობლივ საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან.მთავარი მიზანია  შეცვალონ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების გარეშე.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ლელოს“ პროპორციული არჩევნების საკითხის გარდა სხვა საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები არ ჰქონია და მას თავისი ხედვა და პროგრამა აქვს.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ეს გზა არის ამ ქვეყნის იმ მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელშიცაა. პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რატომ მოვედით ამ მდგომარეობამდე მმართველ პარტიას ეკისრება. საზოგადოება დაიღალა ურთიერთგადაბრალებით ამ ორ ძალას შორის, შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ იმ ხედვას და იმ პროგრამას, რომელიც იქნება განსხვავებული,

იქნება სხვა გზა და ეს გზა იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებასა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობაზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ქართველი ადამიანები 35 ევროდ გაისტუმრონ სხვა ქვეყნებში და უცხოეთში დაასაქმონ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დავით უსუფაშვილის თქმით, მათი ერთად დგომა ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ და პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულმა კრიზისმა განაპირობა.

რეგიონებში პოლიციას მორალი არ აქვს, არაქათგამოცლილია – სააკაშვილის მოკრძალებული რჩევა ახალგაზრდებს (ვიდეო)

“სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია მთელი დედამიწის ზურგზე, რადგან ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლას. ეს მითი და მისი პიარკონსტრუქცია უნდა დაირღვეს”-აღნიშნა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მომავალი აჩვენებს თუ რა რეჟიმში გააგრძელებენ ისინი თანამშრომლობას წინასაარჩევნო პერიოდში და შემდეგ უკვე პარლამენტში.

საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი მზად არის – დოკუმენტს ხელი ოპოზიციის ყველა ლიდერმა მოაწერა

მათი თქმით, ოპოზიციის აქციებს უერთდებიან, თუმცა უარყოფენ პარლამენტის პიკეტირების გეგმას. როგორც მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნეს,ასევე კონსულტაციებს გადიან ანა დოლიძესთან.

https://www.facebook.com/LELOMovement/videos/410979973120371/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები