LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც 12-პუნქტიან გეგმას არ უერთდება, აკეთებს თვითლუსტრაციას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნა მათი მიზანი არ არის: ირაკლი ქადაგიშვილი

150
ქადაგიშვილი-ირაკლი

“ვინც ამ გეგმას არ უერთდება კიდევ ერთხელ თვითლუსტრაციას აკეთებს, რომ მათთვის ევროკავშირთან დაკავშირებული ბოლო ვნებათაღელვები არ იყო რეალურად ის მიზანი, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა გაეხსნას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის შეთავაზების შესასრულებლად საპარლამენტო მუშაობა 12 პუნქტიანი გეგმით ერთადერთი გზაა.

მისივე მოსაზრებით, ალტერნატიული გზა და ტექნიკური მთავრობა, არის ამ გზაზე ხელოვნური ბარიერის და შეფერხების შექმნის მცდელობა.

“არჩევანი ძალიან მარტივია, თუ შენ გინდა გააკეთო ის, რასაც გთავაზობს ევროკავშირი, ამის ერთადერთი ადგილი და გზა არის საპარლამენტო მუშაობა ამ გეგმით და თუ რამით გამდიდრება შეგიძლია შენ ამ მუშაობით – უნდა ჩაერთო მუშაობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატიული გეგმა, ალტერნატიული გზა და ტექნიკური მთავრობა, ეს ყველაფერი არის ამ გზაზე ხელოვნური ბარიერის და შეფერხების შექმნის მცდელობა, რომელიც აუცილებლად უშედეგო იქნება. მაგრამ ძირითადად ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ რამენაირად ისიც კი ანერვიულებთ, რომ ქვეყანაში მაგალითად ეკონომიკური ზრდა არის, ლარის კურსი გამყარებულია. ყველს ეს პოზიტიური გზავნილი, რაც ცხოვრებამ მოუტანა ამ ქვეყანას, მათ შორის ევროპერსპექტივა, მათთვის არის გამაღიზიანებელი და მიუღებელი, რადგან ასეთი რამეები მათ რევოლუციურ მიზნებს და გეგმებს ანგრევს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები