Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვინაიდან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას, გადაწყდა, რომ ხვალინდელი კონცერტის ნახვა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება შესაძლებელი: კალაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინაიდან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას, გადაწყდა, რომ ხვალინდელი კონცერტის ნახვა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება შესაძლებელი: კალაძე

196
BeFunky-collage (13)

სადღესასწაულო პერიოდში რამდენიმე კონცერტის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას, გადაწყდა, რომ ხვალინდელი კონცერტის ნახვა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება შესაძლებელი.

“ახალი წლის დღეები გამორჩეული იქნება” – რომელი ეთერების საშუალებით გადაიცემა კონცერტები, თბილისის მერის მოადგილე საახალწლო სამზადისის შესახებ

„ზოგადად ეს წელი განსხვავებული იყო, სირთულეებით სავსე, უამრავი პრობლემა, ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო პანდემია, კორონავირუსთან ბრძოლა და ეს ბრძოლა ჯერ დამთავრებული არ არის. მოგებული არ არის ეს ომი. ამიტომ, რადგან ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, გადაწყდა რომ საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით ექნება შესაძლებლობა, იხილოს ხვალინდელი კონცერტი. ახლა, ამ წუთში მიმდინარეობს რეპეტიცია და დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან ისიამოვნებს ყველა, ვინც პირდაპირ ეთერში იხილავს ამ ღონისძიებას.

კახა კალაძე: “ბავშვების კისკისი არის ზუსტად ის, რისიც ეშინია პანდემიას, ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს, ჯანმრთელ მომავალს”

გარდა ამისა, კიდევ გაიმართება რამდენიმე კონცერტი. ამასთან დაკავშირებით მომდევნო დღეების განმავლობაშიც სრულ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ყოფილიყო ჩართული ამ საახალწლო ღონისძიებებში. ყველას ძალიან კარგად გვესმის სირთულეები, ყველას ძალიან კარგად გვესმის, თუ რამდენად რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, მოღვაწეობა და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას გვერდში დავუდგეთ და თანადგომა გამოვუცხადოთ ამ რთულ სიტუაციაში“, – განაცხადა კალაძემ.

491 ათას ლარიანი ბიუჯეტით, საახალწლო კონცერტი მაყურებლის გარეშე გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები