LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინაიდან ქვეყანაში ვაქცინაცია შეფერხებით მიმდინარეობს, აუცილებელია მწვანე ზონების შექმნა – შოთა ბურჯანაძე

87
20210511200757

„ურთულესი ვითარება გვაქვს და ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა იმუნიზაციაა. ვინაიდან ქვეყანაში ვაქცინაცია შეფერხებით მიმდინარეობს, აუცილებელია მწვანე ზონების შექმნა“, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს.

მისივე განმარტებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებლობა, ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა იმოქმედოს რეგულაციების გარეშე. „დღეს რაც შემაფერხებელია და რეგულაციების ფარგლებში ხდება, მაგალითად, ივენთები, ქორწილები და სხვადასხვა ღონისძიება, კოვიდპასპორტისა და მწვანე ზონის შემთხვევაში, უფლება მიეცემათ, რეგულაციების გარეშე გასწიონ თავიანთი საქმიანობა. უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას უსაფრთხო ზონები, სადაც ადამიანები ნორმალურ რეჟიმში შეძლებენ ცხოვრებას. დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მიმართულებას, არის საფრთხის შემცველი. მწვანე ზონის შექმნა აუცილებლად დაეხმარება იმუნიზაციის პროცესის განვითარებას“, – ამბობს შოთა ბურჯანაძე 1tv.ge-სთან.

მისივე განმარტებით, მწვანე ზონა ნიშნავს, რომ ადამიანი იყოს აცრილი, კოვიდგადატანილი, ჰქონდეს 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტი, ან 24 საათში სწრაფი ტესტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები