LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეძლებს გერმანიაში გამგზავრებას -საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დღეიდან შეზღუდვები ამოქმედდა

141
BeFunky-collage - 2020-10-09T093614.334

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ტურისტული მიზნით წასვლას ვერ შეძლებენ. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფპორმაციას ამის შესახებ საელჩო საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

გერმანიაში ჩასვლა შესაძლებელი იქნება, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის პერსონალის, მომვლელების, სეზონურად დასაქმებულების, სტუდენტების და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებისთვის.

ვრცელ სიას და შეზღუდვების შესახებ დეტალებს, საელჩო აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობამ საქართველო რისკ-ჯგუფის ქვეყნებში 7 ოქტომბერს შეიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები