LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ როგორ ვაჭრობს: ტოპ გუნდების სატრანსფერო ბალანსი

62
f6ee60eac5aae51e8a592865c292806f

კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory-მა ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბების სატრანსფერო ბალანსის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ყველაზე დადებითი ბალანსი ამ პერიოდში აქვს „ჩელსის“ – პლუს 205 მლნ ევრო.
ლონდონურმა კლუბმა გაყიდა 16 ფეხბურთელი 250 მილიონად, სანაცვლოდ კი მხოლოდ მატეო კოვაჩიჩი იყიდა 45 მლნ-ად.

ტოპ 10 კლუბი ყველაზე დადებითი ბალანსით ბოლო ორ სატრანსფერო ფანჯრის მიხედვით:

1. ჩელსი – 205 მლნ ევრო (დახარჯულია 45 მლნ, მიღებულია 250 მლნ);

2. ბენფიკა – 166 მლნ (64, 230);

3. აიაქსი – 137 მლნ (64, 201);

4. სპორტინგი – 92 მლნ (29, 121);

5. ზალცბურგი – 75 მლნ (28, 103);

6. ლილი – 69 მლნ (99, 168);

7. ჰოფენჰაიმი – 69 მლნ (65, 134);

8. სამპდორია – 57 მლნ (42, 99);

9. პსვ – 56 მლნ (42, 98);

10. ემპოლი – 50 მლნ (20, 70).

 

კვლევითმა ცენტრმა ყველაზე უარყოფითი ბალანსის მქონე კლუბებიც გამოავლინა. უარესი მაჩვენებელი მადრიდის „რეალს“ აქვს – მინუს 181 მლნ ევრო. „სამეფო კლუბმა“ 330 მლნ ევრო დახარჯა 7 ტრანსფერზე და 149 მლნ აიღო ასევე 7 ფეხბურთელის გაყიდვიდან.

ტოპ 10 კლუბი ყველაზე უარყოფითი ბალანსით ბოლო ორ სატრანსფერო ფანჯრის მიხედვით:

1. რეალი – მინუს 181 მლნ ევრო (დახარჯულია 330 მლნ, მიღებულია 149 მლნ);

2. ასტონ ვილა – მინუს 169 მლნ (172, 3);

3. ბარსელონა – მინუს 166 მლნ (288, 122);

4. მანჩესტერი – მინუს 151 მლნ (244, 93);

5. ტოტემჰემი – მინუს 141 მლნ (204, 63);

6. მონაკო – მინუს 121 მლნ (211, 90);

7. ინტერი – მინუს 111 მლნ (235, 124);

8. იუვენტუსი – მინუს 94 მლნ (235, 141);

9. ფიორენტინა – მინუს 93 მლნ (137, 44);

10. ჰერტა – მინუს 92 მლნ (117, 25).

ტოპ 5 ლიგების საერთო სატრანსფერო ბალანსი ასე გამოიყურება: პრემიერლიგა – მინუს 844 მლნ ევრო; ლა ლიგა – მინუს 418 მლნ; სერია ა – მინუს 407 მლნ; ბუნდესლიგა – მინუს 263 მლნ, ლიგა 1 – პლუს 106 მლნ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები