რიტა ორამ და ოსკაროსანმა რეჟისორმა, ტაიკა ვაიტიტიმ ფარულად იქორწინეს. ამერიკელმა მომღერალმა უკვე გვარიც შეიცვალა და ახალ ის რიტა ორა-ვაიტიტია. როგორც გამოცემა The Sun-ს ინსაიდერმა აცნობა, წყვილმა ლონდონში იქორწინა.
„მათ ქორწილში კამერული ორკესტრი ჟღერდა. სტუმრებს შორის წყვილის მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. თუმცა მალე ისინი გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდიან და უამრავ ვარსკვლავს დაპატიჟებენ“, – აცხადებს ინსაიდერები.
ცნობისთვის რიტა ორასა და ტაიკა ვაიტიტის რომანის შესახებ 2021 წელს გახდა ცნობილი. პაპარაცებმა პირველად ისინი სიდნეიში რომანტიკული სეირნობის დროს გადაიღეს.
ფოტო: „მაპატიეთ ლოქდაუნის წესების დარღვევისთვის“ – რიტა ორამ დაბადების დღე მარტომ აღნიშნა