LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? – რონალდო ფავორიტია

128

ტურინის ”იუვენტუსის” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო ბუკმეკერების ვერსიით ”ოქროს ბურთის” მოგების მთავარი კანდიდატია.

წამყვანი საბუკმეკერო ფირმები რონალდოს ფავორიტად მიიჩნევენ,მისი კოეფიციენტი 1.66-ია.

კრისტიანოს მთავარი კონკურენტი ლუკა მოდრიჩი იქნება.თუ ხორვატი მაისში ტოპ-5-შიც კი არ შედიოდა,ამ დროისათვის მისი კოეფიციენტი 1.74-ს შეადგენს.ამ მაჩვენებლით ”რეალის” ნახევარმცველი მეორე ადგილზეა.

საგრძნობლად მაღალი კოეფიციენტები და შესაბამისად,დაბალი შანსები აქვთ დანარჩენებს.

ბუკმეკერებმა ანტუან გრიზმანს 10.50, კილიან მბაპეს 11.50, ლიონელ მესის და მოჰამედ სალაჰს კი 23.00 კოეფიციენტი მიანიჭეს.

”ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობას France Football დეკემბერში დაასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები