LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინ მოაწყო ბუჩაში ხოცვა” – უკრაინის დაზვერვა რუსი სამხედროების სიას ასაჯაროებს

565
Untitled design (2)

მეორე დღეა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში უკრაინის ქალაქი ბუჩაა.

იმ შემზარავმა კადრებმა, რომლებიც ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას ასახავს, ცივილური სამყარო უფრო ღიად აალაპარაკა ომის დანაშაულების უტყუარობასა და გენოციდის მოწყობაზე.

ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება, პუტინმა ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს – რა განცხადებას აქვეყნებს ევროკავშირი

დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გაასაჯაროვა სწორედ იმ რუსი სამხედროების სია, რომლებიც ბუჩაში მოსახლეობას ესროდნენ.

“სამხედრო დამნაშავეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ უკრაინის ხალხის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ქალაქ ბუჩაში” – ამ სათაურით ავრცელებს უკრაინის დაზვერვა საკუთარ ვებგვერდზე სიას, რომელიც 87 გვერდისგან შედგება.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ისინი რუსეთის 35-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები არიან.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ბუჩაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

მან დაათვალიერა რუსული ტექნიკით განადგურებული გზა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, ზელენსკის თქმითვე, რუსეთმა ჩაიდინა ომის დანაშაულები და მოაწყო გენოციდი უკრაინაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები