საგზაო უსაფრთხოების ამერიკის სადაზღვევო ინსტიტუტმა IIHS ღამის საათებში ავტომატური დამუხრუჭების სისტემის ეფექტიანობის ახალი ტესტის შედეგებზე ანგარიში წარმოადგინა.
ცდაში მონაწილეობა 23 მოდელმა მიიღო და მათ შორის საუკეთესო გახდა კროსოვერი Nissan Pathfinder, რომელმაც მოახერხა უეცრად გამოჩენილ მანეკენთან შეჯახების თავიდან აცილება. ტესტი რამდენჯერმე ჩაატარეს, ახლო და შორი განათებით.
Pathfinder-ვით მაღალი შეფასება დაიმსახურა ელექტროკროსოვერმა Ford Mustang Max-E და „ტოიოტას“ ორმა მოდელმა Highlander და Camry.
მათ ყველა შემთხვევაში ვერ მოახერხეს შეჯახების აცილება, მაგრამ სიჩქარე იმ დონემდე დააგდეს, ფეხით მოსიარულეს სერიოზულ ტრავმას რომ ვერ მიაყენებ.
კარგი შედეგები ვერ აჩვენა მონაწილეთა უმრავლესობამ, მათ შორის არიან Hyundai Palisade, Hyundai Sonata, Nissan Murano, Subaru Outback, Mazda CX-9, Volkswagen Teramont и Volkswagen Tiguan.
ყველაზე უარესები გახდნენ Chevrolet Malibu, Honda Pilot, Nissan Altima და Toyota Tacoma: მათმა ავტოდამუხრუჭების სისტემამ ან საერთოდ არ იმუშავა ან არასაკმარისი ეფექტიანობა აჩვენეს ღამის დროს.