საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეცვლის მას აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა ასევე ამბობს, რომ ასპარეზი მეტად უფრო ენერგიულ კანდიდატს დაუთმო.
ეკატერინე ტიკარაძე კვლავ უარყოფს ინფორმაციას „კონფლიქტის არსებობის შესახებ“.
ტიკარაძემ არ გამორიცხავს, რომ პანდემიის მართვის კუთხით, ექსპერტთა ჯგუფის მუშაობაში ჩაერთოს და რეკომენდაციები გასცეს.
ეკატერინე ტიკარაძე: “სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი… იცით, რა გვაქვს გამოვლილი”
„ვინ იქნება ჩემი შემცვლელი – ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და როგორც არაერთხელ ვთქვი, ბატონი პრემიერი გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. აზარაშვილის კანდიდატურა განიხილება თუ არა, არ ვიცი და ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ.
არ მაქვს გეგმაში, გავასაჯაროვო, სად ვიქნები. იმ დროს, როცა ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ. არც ერთ ეტაპზე, არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, მე პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია, ეს გამოჩნდება იანვარშიც, რადგან აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ჩემი პროფესია და მიზანი, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად უფრო ენერგიულ კანდიდატს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.