LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იმართლებდა თავს ყველაზე მეტად პრემიერლიგაში

44
Thomas-Tuchel-Chelsea-F365-13

„ჩელსის“ მწვრთნელი ტომას ტუხელი იმ მწვრთნელების რეიტინგის სათავეში მოექცა, რომლებთაც გასულ პრემიერლიგაში ყველაზე მეტი საჩივარი ჰქონდათ.

The Athletic-ის თანამშრომლებმა 492 ინტერვიუ მოისმინეს, რომლებიც მთავარმა მწვრთნელებმა მისცეს საშინაო მატჩებში დამარცხების ან ფრედ დასრულების შემდეგ.

ყველაზე ხშირად სიტუაციას აბრალებდა ტომას ტუხელი. 19-დან 11 ინტერვიუში გერმანელი თავის გასამართლებელ ფაქტორებს ეძებდა. სამჯერ ახსენა კორონავირუსი, ორჯერ – მსაჯები, უიღბლობა, ცალკეული ფეხბურთელების შეცდომები. ასევე ახსენა გუნდის დაღლა და გაზონის მდგომარეობა.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა „არსენალის“ მწვრთნელი მიკელ არტეტა – ის 55.5%-ში ჩიოდა.

რალფ რანგნიკი, რომელიც „მანჩესტერს“ დეკემბრიდან ავარჯიშებდა, გამართლებას 40%-ში ეძებდა და მე-10 ადგილი დაიკავა, როდესაც მისმა წინამორბედი სულშერი 25%-ით მე-19 ადგილზეა.

იურგენ კლოპი („ლივერპული, 33,3%) 12-ე ადგილზეა, პეპ გვარდიოლა („სიტი“, 27,3%) – მე-16, ანტონიო კონტე („ტოტენჰემი“, 15,4%) – 26-ე.

სიაში ბოლო ადგილებზე არიან “ლიდსში“ მომუშავე მარსელო ბიელსა (13%, 28-ე ადგილი) და ჯესი მარში (12,5%, 29-ე- ადგილი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები