LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გვითვალთვალებს?! – არასამთავრობოები შოთაძის გადადგომას ითხოვენ

91

კამპანიაში ”ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ პროკურორს მოუწოდებენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს, ამის შესახებ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, გიორგი გოცირიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, სამი წლის განმავლობაში, არ დასჯილან ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებდნენ.

”პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ის ადამიანები, რომლებიც პირად ცხოვრებას უთვალთვალებდნენ, დღესაც ინარჩუნებენ თანამდებობებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არ არის გამორიცხული, რომ მათი შანტაჟის ობიექტი პოლიტიკური ელიტაც გამხდარიყო. საჭიროდ მივიჩნევთ, ხელისუფლებამ ასეთი ადამიანების მიმართ დაიწყოს გამოძიება” – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

საიას იურისტის აზრით, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია, მარტო არ მოქმედებდნენ, არამედ ისინი თვალთვალსა და ფარულ მიყურადებას ახორციელებდნენ სხვა ადამიანების დახმარებით, რომლებიც დღემდე არ დასჯილან.

”დღეს არის შეკითხვები, ხომ არ იყენებს ხელისუფლება ფარული თვალთვალისათვის იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე წინა ხელისუფლებას ეხმარებოდნენ იმავე საქმეში. ამასთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები.  გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ ასეთ მიყურადებას არამარტო წინა, არამედ ეს ხელისუფლებაც ახორციელებს, იმავე ადამიანების მეშვეობით რომელსაც წინა ხელისუფლება იყენებდა” – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები