”ოქროს ბურთის” აფრიკული ანალოგიის ფინალისტები დაასახელეს.
შავი კონტინენტის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ: დორტმუნდის ”ბორუსიას” გაბონელი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ”სუონსის” განელი თავდამხსმელი ანდრე აიუ და ”სიტის” ივუარელი ჰავბეკი ია ტურე.
მანამდე პრეტენდენტთა შორის ასევე იყვნენ: მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, რომა), იასინ ბრაიმი (ალჟირი, პორტუ), სოფიან ფეგუილი (ალჟირი, ვალენსია), სერჟ ორიე (კოტდივუარი, პსჟ), სადიო მანე (სენეგალი, საუთჰემპტონი), აიმენ აბდენური (ტუნისი, ვალენსია), მუდატირ ელ-ტაჰირი (სუდანი, ალ-ჰილალი).
ჯილდოს გადაცემა 7 იანვარს ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში გაიმართება.