LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდა ხალხის რჩეული კომპანია?

136

“თიბისი ბანკისა“ და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის ”ბიზნესდაჯილდოება 2016” -ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქართულ ბაზარზე არსებული 523 კომპანიიდან დამოუკიდებელმა კომისიამ გამარჯვებული კომპანიები შვიდ ნომინაციაში დაასახელა.

„წლის მცირე ბიზნესის” ტიტული კომპანია – white studio-მ მოიპოვა; ”წლის ინოვაციური ბიზნესის” წოდება „ბიოქიმფარმას“ მიენიჭა; ”წლის ტურისტული ბიზნესი” – „ბარბარესთან“; „წლის ქართული პროდუქტი“ კომპანია „ბადაგი“ გახდა; ”წლის აგრობიზნესი” – bpc; ”წლის ბიზნესი“ – „ზეთა კემპინგი”; ხოლო „ხალხის რჩეულის“ ტიტული „კინგსმა“ მოიპოვა.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესის განვითარებას.
”ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ბიზნესს შევუქმნათ განწყობა თავის წამატებაზე საუბრით. ამით ისინი სხვასაც აძლევენ სტიმულს. ეს ყველაფერი დიდი მოტივატორია და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მეტი ბიზნესი და ბიზნეს აქტივობა იქნება, მით უკეთესია ქვეყნისთვის. პროექტს აუცილებლად გავაგრძელებთ მომდევნო წლებში და გვინდა ეს იყოს საკმაოდ დიდი წამოწყება”, – განაცხადა ქურდიანმა.

დაჯილდოების ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც დაესწრო. მისი განცხადებით, მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და მის სწორად წარმართვას.
”მჯერა, რომ ასეთი წამოწყებები იძლევა სტიმულს, კიდევ უფრო მეტი ახალი კომპანია შეიქმნას, მეტი იდეა გაჩნდეს და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა გაიზარდოს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „თიბისისა“ და კომპანია „ჯეოსელს“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, „თიბისისა“ და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი 20 ივნისს დაიწყო და მასში მონაწილეობის მისაღებად 523 კომპანია დარეგისტრირდა. სოციალური ქსელის მეშვეობით ”ბიზნესდაჯილდოების” შესახებ მილიონმა ადამიანმა შეიტყო, ჰეშთეგი #გააზიარეწარმატება კი 90 000 ადამიანმა გააზიარა.

“თიბისი ბანკისა“ და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის ”ბიზნესდაჯილდოება 2016” -ის დასკვნითი ღონისძიება 17 ნოემბერს, 20:00 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართა.

 

15133834_1367450773300367_1032506304_o

tbc2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები