კონფედერაციის თასზე გატანილი საუკეთესო გოლის პრეტენდენტები გამოვლინდნენ. ხმის მიცემა ფიფამ ჩაუშვა და ყველაზე კარგი გოლის არჩევა მის საიტზეა შესაძლებელი.
პრიზზე ნიმინირებულები არიან:
მარკო ფაბიანი (მექსიკა) – ნახევარფინალში გერმანიასთან
რაულ ხიმენესი (მექსიკა) – ჯგუფური ეტაპი ახალ ზელანდიასთან
კერემ დემირბაი (გერმანია) – ჯგუფური ეტაპი კამერუნთან
ანდრე-ფრანკ ზამბო-ანგისა (კამერუნი) – ჯგუფური ეტაპი ავსტრალიასთან
ანდრე სილვა (პორტუგალია) – ჯგუფური ეტაპი ახალ ზელანდიასთან
რიკარდო კვარეჟმა (პორტუგალია) – ჯგუფური ეტაპი მექსიკასთან
ხმის მიცემა 10 ივლისის საღამომდე გაგრძელდება