ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა $25 მილიარდად შეფასებული ბიზნესისა და საქველმოქმედო საქმიანობის მართვა შვილს გადააბარა. როგორც ფილანთროპი Wall Street Journal-თან ინტერვიუში აცხადებს, 37 წლის ალექსმა ეს დაიმსახურა.
ალექსი სოროსის თქმით კი, ის პოლიტიკით მამაზე მეტად არის დაინტერესებული და აპირებს, რომ გააგრძელოს აშშ-ის მემარცხენე პოლიტიკური კანდიდატების მხარდაჭერა. ფონდის პრიორიტეტები ასევე მოიცავს ხმის მიცემისა და აბორტის უფლებებს, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხებს.
92 წლის ჯორჯ სოროსი მსოფლიო მასშტაბით, $6.7 მილიარდად შეფასებულ ჰეჯ-ფონდს, Soros Fund Management-სა და “ღია საზოგადოების ფონდს” ფლობს. OSF-ის საბჭომ ალექსი თავმჯდომარედ დეკემბერში აირჩია, სადაც ის სოროსის პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტის პრეზიდენტის რანგში პოლიტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
გამოცემის ცნობით, ფონდი წელიწადში დაახლოებით $1.5 მილიარდს ურიცხავს ისეთ ჯგუფებს, რომლებიც მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს და ეხმარებიან დემოკრატიის მშენებლობას.