ვინ შეინარჩუნებს და ვინ დათმობს სადეპუტატო მანდატს – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება
თემაზე მსჯელობა კომიტეტების ფორმატში გაგრძელდება.
მანდატების გაუქმებას ფორმალურ საკითხად თვლის ოპოზიციის ნაწილი და ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის და მათი მიზანი უცვლელი რჩება – ხელახალი არჩევნები.
“ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე თვლის, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების თემა არ შეიძლება იყოს მანდატების შენარჩუნება/არ შენარჩუნების საკითხი. მისი განმარტებით, მოლაპარაკებების თემა შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რამაც კრიზისი შექმნა.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, უმჯობესი იქნება ხელისუფლებამ მანდატების თემით სპეკულაცია დაასრულოს.
“ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ მანდატების სავარაუდო გაუქმების მიუხედავად აუცილებელია დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაგრძელდეს.
ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, რეალობა არ შეცვლილა, მოცემულობა იგივეა და შესაბამისად იგივეა პოზიციაც