LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დაეხმარა ანრი ჯოხაძესა და ქეთა თოფურიას „ვოისის“ გუნდების დაკომპლექტებაში

83

„ვოისი საქართველოს“ არსებობის განმავლობაში უპრეცედენტო ამბავი მოხდა. ანრი ჯოხაძემ და ქეთა თოფურიამ თავიანთი გუნდების ბოლომდე შევსება ვერ შეძლეს. მათ თითო-თითო მონაწილე აკლიათ.

სწორედ ამის „გამოსასწორებლად“ ეკა ხოფერიას თოქ-შოუმ სპეციალური გადაცემის მომზადება გადაწყვიტა, სადაც ანრისა და ქეთას თავიანთი გუნდების საბოლოოდ დაკომპლექტების საშუალება მისცა. გადაცემის განმავლობაში ორივე შემსრულებლის წინაშე კონკურსანტები წარდგნენ და ანრიმ და ქეთამ შერჩევა ამ გზით დაასრულეს. გადაცემა ეთერში დღეს გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები