ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე კომპენსაციის გაცემის პირობები წარმოადგინა. მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას.
უკვე ცნობილია, რომ საუბარია სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფინანსური დახმარების მიღებისთვის არც ერთ მიზნობრივ ჯგუფს დამატებითი საბუთის წარდგენა არ დასჭირდება, რადგან ყველა მათგანი უკვე იდენტიციფირებულია.
კომპენსაციის გაცემა 20 მაისიდან დაიწყება და მას სოციალურ დახმარებასთან ერთად მიიღებენ.
ინსტრუქცია თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ სოციალური დახმარებით და საგადასახადო შეღავათებით
სოციალურად დაუცველი ოჯახები
ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით და მხოლოდ ბავშვის 50-ლარიან დახმარებას იღებენ, შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში კომპენსაციას სულადობის მიხედვით მიიღებენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბავშვები
40 ათასი შშმ პირი და ბავშვი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს.
მრავალშვილიანი ოჯახები
მომავალი ექვსი თვის განმავლობაში 100-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ ოჯახები, რომელთაც სარეიტინგო ქულა 100 ათასზე ნაკლებია, ჰყავთ სამი ან მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი.
დაქირავებული პირები, რომლებსაც შეუწყდათ ხელფასი და არიან უხელფასო შევებულებაში ან გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან ასევე, არიან ჩვენი პოტენციური ბენეფიციარები. ასევე, თვითდასაქმებულებიც მიიღებენ დახმარებას.