LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ჩაუშალა რონალდოს იუვენტუსში გადასვლა

45

კრიშტიანო რონალდო 2002 წელს ტურინში იყო და „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
„იუვეს“ ექს-სკაუტი ჯანი დი მარციო მოყვა, რომ პორტუგალიელი მოვლენა ახლოს იყო „ბებერი ქალბატონის“ მსახური გამხდარიყო.

„სპორტინგის“ „ბელენენსეშთან“ თამაშის შემდეგ რონალდოს შესახებ ანგარიში მოვამზადე, შემდეგ კრიშტიანოს და დედამისს დაველაპარაკე. მეორე დღეს ისინი ტურინში იყვნენ, რონალდომ სამედიცინო შემოწმება გაიარა. საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. „სპორტინგთან“ სატრანსფერო გარიგება მარსელო სალასის ჩართვას მოიცავდა, მაგრამ ჩილელმა უარი თქვა პორტუგალიაში წასვლაზე და გარიგება ჩაშალა“, – უთხრა დი მარციომ AS -ს.

მოგეხსენებათ, „სპორტინგიდან“ რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ წავიდა 2003 წელს 17,5 მილიონ ევროდ.

სკაუტად მუშაობის შემდეგ დი მარციოს „იუვენტუსში“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ეკავა. ახლა ის „პალერმოში“ კონსულტანტად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები