LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ჩაენაცვლება ვაშაძეს?

456
BeFunky-collage

დღეს ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯომარის  თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ვაშაძემ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო და იქვე დასძინა, რომ არ აპირებს პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით პრესასთან ისაუბროს.

ამ  სკანდალური განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ  უკვე გაჩნდა გვარები, რომელიც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიო.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამუკა გამყრელიძემ დაწერა.

„დილა ძალიან მძაფრად დაიწყო. მთავარ ოპოზიციურ ძალაში თავმჯდომარე გადადგა. შესაბამისად, მთელი ოპოზიციისთვის (არა მარტო ენმ-სთვის) მნიშვნელოვანია ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილს. მომავალი თავმჯდომარის ფიგურა განმსაზღვრელი იქნება ენმ-ს მომავალ პოლიტიკაშიც. ჩემი შეფასებით, რამდენიმე ძლიერ ფიგურას გამოვყოფდი:
1. კობა ნაყოფია
2. ვანო მერაბიშვილი
3. ნიკა გვარამია
4. ლევან ვარშალომიძე
5. ნიკა მელია“, – წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი მამუკა გამყრელიძე.