LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის „ყველაზე სექსუალური ტაქსისტი“ და რას ჰყვება ის თავის სამსახურზე

115
Joyce-Tadeo

ფილიპინელმა გოგონამ, რომელსაც ტაქსის ყველაზე სექსუალური მძღოლის ტიტული მიაკუთვნეს, თავის სამსახურზე ისაუბრა. დეტალებს ტაბლოიდი The Sun ავრცელებს.

მანილაში მცხოვრები 33 წლის ჯოის ტადეო ცნობილი 2017 წელს გახდა. ფსიქოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლად მუშაობდა, თუმცა მუდმივი სტრესით დაიღალა და საქმიანობის შეცვლა გადაწყვიტა. ლამაზმანი ტაქსის საჭეს მიუჯდა და ახალი სამსახურის დაწყებიდან 8 თვის შემდეგ მისი ისტორია ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. მიმზიდველი გოგონა სხვა ტაქსისტებს შორის ადვილად გამოირჩა. მასთან ინტერვიუების ჩაწერა დაიწყეს, სოც-ქსელებში კი გამომწერთა რაოდენობა გაიზარდა.

მას შემდეგ 5 წელი გავიდა და ტადეო ისევ ხალხის გადაყვანითაა დაკავებული. გოგონა ამბობს, რომ მიუხედავად 12 საათიანი სამუშაო დღისა, თავისი პროფესია მაინც ძალიან მოსწონს. ის დიდ სიამოვნებას იღებს, როცა მგზავრები კომპლიმენტებს ეუბნებიან. ძალიან უყვარს კლიენტებთან წაჭორავება მაშინ, როცა გაუთავებელ საცობებში უწევს დგომა. ფილიპინელს ხშირად ეპატიჟებიან პაემნებზეც, თუმცა ის ყოველთვის უარს ამბობს, რადგან პროფესიული საზღვრების დარღვევა არ სურს. გარდა ამისა, მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა გადაღებებზეც და მსგავსი შეხვედრებისთვის დრო უბრალოდ არც რჩება.

ტადეო ცდილობს ტიტული ღირსეულად ატაროს, ამიტომ ყოველ დღე რამდენიმე საათს ხარჯავს მაკიაჟზე, მუდმივად ლამაზად აცვია. გოგონას ხშირად სთხოვენ ფოტოების გადაღებასაც და ეს მუდმივად ფორმაში ყოფნის კიდევ ერთი მიზეზია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები