ულამაზესი სერბი ჩოგბურთელი ანა ივანოვიჩი ყველაზე სექსუალურ მოთამაშედ დაასახელეს. გამოკითხვა იტალიურმა საიტმა Victoria Milan-მა ჩაატარა, რომელმაც 4500-ზე მეტი მამაკაცი გამოკითხა.
სერბმა ქალმა ხმების 24 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე რუსი მარია შარაპოვაა, იგი პირველადგილოსანს სამი პროცენტით ჩამორჩა. კანადელი ეჟენი ბუშარი 19 პროცენტით მესამე აღმოჩნდა.
სექსუალურ ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგში ასევე მოხვდნენ: კაროლინ ვოზნიაცკი, ანჟელიკ კერბერი, გარბინ მუგურუსა, აგნიეშკა რადვანსკა, სერენა უილიამსი, პეტრა კვიტოვა და სიმონა ჰალეპი.