LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ქუთაისში გრიპის ვირუსით გარდაცვლილი 5 თვის ორსული

462
BeFunky-collage (68)

8 თებერვალს ქუთაისის საავადმყოფოში 5 თვის ორსული ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით შეიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი ონის რაიონის სოფელ პიპილეტის მცხოვრები 32 წლის ეკა გოგლიძეა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა: ერთი მე-2 კლასელი, მეორე კი მხოლოდ 4 წლის.

შეგახსენებთ, რომ ონში მცხოვრები ქალი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქუთაისში 5 თვის ორსული გრიპის ინფექციით გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები