ჭორები იმის შესახებ, რომ ვარსკვლავურ წყვილს შორის ბზარი გაჩნდა, უსაფუძვლო არ აღმოჩნდა. ამ დღეებში, პოპ-დივამ ვიზუალური ალბომი Lemonade გამოუშვა, სადაც ყველასთვის მოულოდნელად აღიარა, რომ მეუღლემ მას უღალატა. აღიარება კი იმდენად გულწრფელი აღმოჩნდა, რომ ალბომი მომენტალურად გაჰიტდა.
ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ, ყვითელი პრესის ჟურნალისტებმა მთელი რიგი გამოკვლევევბი ჩაატარეს, რათა გაერკვიათ, ვისთან უღალატა ჯეი-ზიმ ბიონსეს. ყველაფრის გარკვევაში კი მათ სიმღერა Apathy დაეხმარა, სადაც არსებობს სიტყვები ვინმე ბეკის შესახებ. მათ კი, ვინც წყვილის ისტორიას კარგად იცნობს, მიიჩნია, რომ საუბარია რეიჩელ როიზე, კომპანია Rocawear-ის კრეატიულ დირექტორზე, რომელთანაც ჯეი-ზის რომანის შესახებ ხმები არაერთხელ გავრცელებულა.
არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ მის გამო მოხდა ბიონსეს დისა და ჯეი-ზის ცნობილი ინციდენტი ლიფტში, სადაც სოლანჟ ნოულზმა ღალატის შესახებ გაიგო და გადაწყვიტა რეპერს ფიზიკურად გასწორებოდა.
რეიჩელი კი, რომლის მისამართითაც ამ ამბის შემდეგ ნამდვილი შეტევა განხორციელდა, იძულებული გახდა ტვიტერზე პოსტი დაეწერა: „მე პატივს ვცემ სიყვარულს, ქორწინებას და ოჯახს!“