LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის პირველი ქართველი, ვინც ნიუ იორკის უნივერსიტეტში ჰაუზერის გრანტი მოიპოვა

108
studentnews520

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ონისე წულაია პირველი ქართველია, ვინც ჰაუზერის გრანტი მოიპოვა და “ნიუ-იორკის უნივერსიტეტში” მაგისტრატურის საფეხურზე…

„მჯერა, რომ წარმატებას ერთი კონკრეტული მიზნის მიღწევა არ ქმნის, ის ყოველდღიური მცირე და დიდი მიზნების განხორციელებით მიიღწევა,“ – სწორედ ასე დაიწყო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ონისე წულაიამ საკუთარი წარმატების ისტორიის შექმნა და ერთ კონკრეტულ დიდ მიზანსაც უკვე მიაღწია. ონისე პირველი ქართველია, ვინც „ნიუ-იორკის უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული გრანტი მოიპოვა და აშშ-ში კორპორაციული სამართლის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას.

ონისეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან დღემდე, არაერთ გაცვლით პროგრამაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ გამოცდილებისა და თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობის შედეგად კი დღეს, თსუ კურსდამთავრებული ქართულ-ამერიკულ იურიდიულ კომპანია Sunbreath Corp. Legal Service-ში უფროს იურისტად მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები