LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ინტერნეტში ლანძღვის ობიექტი გახდა

127

ბოლო რამდენიმე დღეა სოც ქსელში ვრცელდება ახალგაზრდა მამაკაცის ვიდეო, რომელიც მედიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, კარვების დაშლის დღეს დააფიქსირა და მალევე გახდა ლანძღვის ობიექტი.

სოც ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, კახა გვარუციძე  წერს, რომ  ის ლაშა ერგემლიძეა, რომელიც მოწყალებას ითხოვს.

“ჩემო მეგობრებო ორი დღეა რაღაცა სისულელეებს ვკითხულობ მთელს ინტერნეტ სივრცეში ადამიანზე რომელზეც 90% წარმოდგენაც არ აქვს ვინ არის და რა უჭირს. ესაა ლაშა ერგემლიძე. პირველი ფოტო გადაღებულია 13 მაიისს როცა ის შემთხვევით აღმოჩნდა ავადსახსენებელ აქციაზე, სადაც ის თავისმა გაჭირვებამ მიიყვანა, (ცნობისთვის ის არაა ნარკომანი და არც ბარიგებს უცხადებს სოლიდარობას, უბრალოდ შემთხვევით კიდევ ვიმეორებ შემთხვევით ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდა). ხოლე მოერე და მესამე ფოტო გადაღებულია რამოდენიმე წლის წინ სადაც იგი ერთი წლის განმავლობაში იდგა ჩვენს გვერდით და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გვეხმარებოდა უფლის სახლის ,,ტაძრის“ მშენებლობაში. გული მტკივა ასე რომ ვხედავ მაგრამ ის უფრო საწყენია ადამიანი გალანძღო და მიწასთან გაასწორო მაშინ როცა მას ეს არ დაუმსახურებია. დარწმუნებული ვარ ლაშა უფლის წყალობით და შეწევნით ძალიან მალე ისევ დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ყველა ჭეშმარიტ ქართველს ვთხოვ ვილოცოთ მისი გამოჯანმრთელებისთვის”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები