LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ლინდსი ლოჰანის ახალი სიყვარული (ფოტო)

108

ლინდსი ლოჰანი ამჯერად ათენში იმყოფება, სადაც მსახიობმა ახალი კლუბი Lohan გახსნა. ინტერნეტში მოხვდა ფოტოები წვეულებიდან, სადაც ლოჰანი ფანტასტიკურ დროს ატარებს მეგობრების გარემოცვაში. ყველაზე საინტერესო კი ბერძენი ბიზნესმენის, დენის პაპაგეორგიუსისა და ლინდსი ლოჰანის ინტიმური ფოტოებია. წყვილი პაპარაცებმა კოცნის დროს დაააფიქსირეს. მართალია ლოჰანმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ მათ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები აკავშირებთ, თუმცა ფოტოები საპირისპიროს ამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ ლინდსი ლოჰანი ცოტა ხნის წინ დაშორდა რუს ბოიფრენდს, რომელსაც მსახიობმა ძალადობაში დასდო ბრალი. მედიამ ვერ მოასწრო წყვილის ურთიერთობის გაანალიზება, როცა ლინდსის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები