LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის კლიმენტი კეკუტია, რომლის გამოჩენასაც ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მოჰყვა

2616
კლიმენტი 44

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას განცხადებით, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მხოლოდ სალოცავად მივიდა და დასძენს, რომ  ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესები  პეტრე ცაავას მიერ არის მართული.

კეკუტია უარყოფს ბრალდებას, რომ სალხინოს მონასტერთან დაკავშირებით ბიზნეს ინტერსები აქვს.

„სალოცავად მოვედი და დღესასწაული მივულოცე. გილოცავთ თქვენც, მთელ სალხინოს და აქაურ ეპარქიას, მთლიანად საქართველოს. ბრალდებებზე მაგათ ჰკითხეთ, რას მაბრალებენ, არ ვიცი. ზეიმია, მოვედით და მოგილოცეთ“, – აღნიშნა კლიმენტი კეკუტიამ.

კეკუტიას თქმით, მის მიმართ ბრალდებები ტერიტორიის დაპატრონებასთან დაკავშირებით, სასაცილოა.

„სიცრუეა, ძალიან მეცინება. საქართველოს ერთ-ერთი დიდი საგანძურია, როგორ შეიძლება, ეს მე მინდოდეს. ამას ალბათ ისინი ავრცელებენ, ვისაც უნდა, რომ დაეპატრონოს ან უნდოდათ. ორჯერ ორი ოთხია, დალაგდება ყველაფერი“, –  განაცხადა კლიმენტი კეკუტიამ და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ ტაძარში მისი მისვლა დაპირისპირებას გამოიწვევდა.

„ნამდვილად არ ვიცოდი. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად პროვოცირებულია ზემოდან, პატარა სათამაშოს უკან გასაღები რომ აქვს, ერთი ადამიანი ისე მართავს ამ საცოდავებს და უფსკრულში გადაჩეხავს, ნახავთ მალე. მეუფე არა, პეტრე ცაავაა ეგ. დღეს დღესასწაული იყო და იმიტომ მოვედი აქ“, –  განაცხადა კლიმენტი კეკუტიამ.

რაც შეეხება ბიზნესმენ კეკუტიას – ბოლო დღეებში ის აქტიურად ჩნდება ეპარქიაში.

დღეს მას ეპარქიაში „მკვლელი“ და „არაკაცი“ უწოდეს. სოციალურ ქსელში კი მას მიმართ ინტერესი, უცნაური იმიჯითაც გაჩნდა.

მამა დანიელი, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენა, ამბობს, რომ კეკუტიას იმ ტერიტორიაზე, სადაც სალხინოს ტაძარია, ბიზნესინტერესები აქვს. მისივე თქმით, მეუფე სტეფანეს დასახვედრად დღეს ტაძარიც მოამზადეს და ერთადერთი თხოვნა რაც მასთან ჰქონდათ იყო ის, რომ იქ კეკუტია არ მიეყვანა.

ამავე თემაზე:

ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა

არ მესმის, რას ნიშნავს სხვადასხვა მხარე – ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა

ყველა პირი დაიკითხება – შსს-მ სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები